სანამWordPress-ის ყველა თემის დათვალიერებას დაიწყებთ, უნდა განსაზღვროთ თქვენი ვებსაიტის მიზანი და ყველა ის ფუნქცია, რომელიც გჭირდებათ. დაიწყეთ თქვენი ვებსაიტის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრით. მათი მოთხოვნილებების, პრეფერენციების და ქცევების გააზრება დაგეხმარებათ გაიმარტივოთ თემის არჩევა .
თემის არჩევისას, არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
#1 დიზაინის ესთეტიკა.
თემა უნდა იყოს მარტივი,თქვენს ბრენდზე მორგებული.ფერთა სქემა, ტიპოგრაფია, განლაგება და გამოსახულება ყველა ერთად უნდა ქმნიდეს შეკრულ და მიმზიდველ იერსახეს.
#2 მობაილ მეგობრული.
უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ არჩეულიWordPress -ის თემა არის მობაილ მეგობრული დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა უმეტესობა ვებგვერდებს მობილური მოწყობილობებიდან უკავშირდება.
#3 პერსონალიზაციის პარამეტრები
WordPress-ის თემის არჩევისას უნდა მოძებნოთ თემა, რომელიც საშუალებას მოგცემთ მარტივად შეცვალოთ მისი ფერები, შრიფტის სტილი, განლაგების სტრუქტურები და სხვა. ეს საშუალებას მოგცემთ შექმნათ ასოციაცია თქვენს ბრენდზე .
#4 SEO მეგობრულობა
დარწმუნდით, რომ თქვენი არჩეულიWordPress თემა არის SEO მეგობრული . სეოზე ოპტიმიზაციის მქონე თემა ზრდის თქვენი ვებსაიტის ხილვადობას და ხელს უწყობს საძიებო სისტემის უკეთეს რეიტინგს.
#5 სიჩქარე
თემის შერჩევისას აუცილებრად გაითვალისწინეთ ,რომ მომხარებლის შენარჩუნებისთვის და მათი კომფორტისთვის აუცილებელაი თქვენი საიტი იყოს სწრაფი და მოქნილი.
#6 პოპულარულ დანამატებთან თავსებადობა (პლაგინები)
თქვენ მიერ არჩეული თემა შეუფერხებლად უნდა მუშაობდესWordPress-ის ძირითად დანამატებთან,მოძებნეთ თემები, რომლებიც ცალსახად აღნიშნავენ თავსებადობას პოპულარულ დანამატებთან .
#7 ელექტრონული კომერციის მხარდაჭერა
როდესაც თქვენ აწყობთ ონლაინ მაღაზიას, აირჩიეთ WordPress თემა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული კომერციის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს, რომ თემა შეუფერხებლად უნდა იყოს ინტეგრირებული ელექტრონული კომერციის პოპულარულ დანამატებთან, როგორიცაა WooCommerce.
8 თემის დემოს გადახედვა
თემის დემოს გადახედვა , საფუძვლიანად შესწავლა გაძლევთ ნათელ სურათს თემის შესაძლებლობების შესახებ. შეხედეთ რამდენად მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ განლაგება და დიზაინი. შეგიძლიათ შეცვალოთ ფერები, შრიფტები და დაამატოთ თქვენი ლოგო კოდში ჩარევის გარეშე?!შეაფასეთ თემის სიჩქარე. შეამოწმეთ, იტვირთება თუ არა გვერდები სწრაფად, რადგან ეს გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე და SEO-ზე.
#9 მხარდაჭერა და დოკუმენტაცია
ყურადღება მიაქციეთ თემის მხარდაჭერას და თემის დოკუმენტაციას,შეისწავლეთ დოკუმენტაციაც. ის მარტივად უნდა გაჩვენებდეთ, თუ როგორ დააკონფიგურიროთ და მოირგოთ თემა.
#10 თემის რეგულარული განახლებები
დააკვირდით რამდენად ხშირად ნახლდება კონკრეტული თემა,აქტიური განახლება ნიშნავს რომ თემის დეოლოპინგზე მუდმივად მუშაობენ,რაც ხელს უწყობს თემის თავსებადობას ვორდპრეს უახლოეს ძრავებთან და სხვა დანამატებთან.მოძველებულმა თემებმა შეიძლება დატოვოს თქვენი საიტი დაუცველი.
#11 მომხმარებლის რეიტინგი და მიმოხილვები
მომხმარებელთა შეფასებებისა და მიმოხილვების შესწავლამ შეიძლება მოგაწოდოთ ღირებული ინფორმაცია თემის დადებითი და უარყოფით მხარეებზე.
უფრო მეტი პრაქტიკული ცონდის მისაღებად შემომიერთდით კურსზე >>> https://rb.gy/21gus8