მიმზიდველი და უნიკალური E-commerce ვებ-საიტის დიზაინი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმატებული ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიაში.
კვლევებმა აჩვენა, რომ ვიზიტორებს მხოლოდ 50 მილიწამი სჭირდებათ იმის გადასაწყვეტად, დარჩებიან თუ არა საიტზე. თქვენ გაქვთ ერთ წამზე ნაკლები დრო შთაბეჭდილების მოსახდენად. სწორედ ამიტომ არის ვებ-საიტის დიზაინი ასეთი მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის.
მიუხედავად იმისა, აპირებთ თქვენი პირველი ონლაინ მაღაზიის შექმნას თუ ფიქრობთ არსებული საიტის რედიზაინზე, ეს გზა-მკვლევი თქვენთვისაა. გაეცანით საუკეთესო E-commerce ვებ-საიტების მაგალითებს, რჩევებს სწორი E-commerce პლატფორმის შესარჩევად და რეკომენდაციებს თქვენი ონლაინ ბიზნესის საუკეთესოდ წარმოსაჩენად.
4 აუცილებელი ელემენტი E-commerce ვებ–საიტის დიზაინისთვის:
- მომხმარების ნდობის მოპოვება.
- ვიზუალურად მიმზიდველი გამოცდილების შექმნა
- სხვადასხვა მოწყობილობებზე მორგებული დიზაინი.
- მომხმარებლისთვის მარტივი ნავიგაციის დიზაინი.
საუკეთესო E-commerce ვებ-საიტებს ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი ცენტრში მომხმარებლის გამოცდილებას აყენებენ, პირველი ვიზიტიდან გადახდის შემდგომ პერიოდამდე (post-checkout). გამოვყოთ ოთხი მთავარი კომპონენტი, რომელიც ყველა E-commerce ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს ვებ-საიტის დიზაინის შექმნისას.
- მომხმარებლის ნდობის მოპოვება.
როდესაც მომხმარებელი პირველად სტუმრობს თქვენს E-commerce ვებ-საიტს, მან შესაძლოა არაფერი იცოდეს თქვენი ბრენდის, თქვენი პროდუქტების ხარისხის ან მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ. მისი ყურადღება შეიძლება მიიპყრო შეთავაზებებმა მაგრამ მას დასჭირდება თქვენდამი ნდობა, სანამ რეალურად რომელიმე პროდუქტს ან სერვისს შეიძენს.
მომხმარებლის ნდობის მოპოვება ყველაზე რთულია მაშინ, როდესაც მომხმარებლები არ გყავთ, ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ ნდობის ინდიკატორები საიტის შექმნისას. ეს დაემხარება მომხმარებელს უფრო მეტი გაიგოს თქვენს შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია
დაამატეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ-ფოსტა საიტზე, მოყევით თქვენს შესახებ მეტი, რათა მომხმარებელს წარმოდგენა შეექმნას თქვენს შესახებ. ასეთი დეტალების გათვალისწინებით მომხმარებელს ექმნება განცდამ რომ ის რეალური ადამიანისგან ყიდულობს პროდუქტს.
დაბრუნების პოლიტიკა
დაბრუნების პოლიტიკა არა მხოლოდ უადვილებს მომხარებელს იმ პროდუქტების უკან დაბრუნებას, რომლებიც მათ არ აკმაყოფილებთ, არამედ რეალურად ზრდის გაყიდვებს. როცა მომხარებელს შეუძლია პროდუქტის უკან დაბრუნება ყოველგვარი ტრანზაქციის გარეშე, ეს ზრდის სანდოობის განცდას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თქვენი ბრენდისთვის.
ტექნიკური სერთიფიკატები
Ecommerce ვებ–საიტზე Shopify Payments-ის დამატებით, თქვენ გექნებათ წვდომა მოწინავე ფუნქციებსა და გადახდის სერვისებზე, რომლებიც აღჭურვილია უახლესი უსაფრთხოების ტექნოლოგიებით, თქვენი მომხმარებლების ინფორმაციის დასაცავად. დაამატეთ გრაფიკული გამოსახულებები ან ნიშნები თქვენი უსაფრთხოების შესაბამისობისა და თქვენთვის მისაღები ყველა გადახდის მეთოდის საჩვენებლად.
მომხმარებლების მიმოხილვები და გამოხმაურებები
ბევრ E-commerce ვებ-გვერდს აქვს აპლიკაციის ინტეგრაცია, რაც საშუალებას გაძლევთ გადმოიტანოთ კონტენტი თქვენს საიტზე. ეს მოიცავს მომხმარებლების ფოტოებს, თქვენს Instagram feed-ს და ასევე მომხმარებლების მიმოხილვებს. მსგავსი ინფორმაცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ გარკვეული წარმოდგენა თქვენი ბრენდის შესახებ.
- ვიზუალურად მიმზიდველი გამოცდილების შექმნა
ონლაინ პროდუქტების გაყიდვისას აღქმა გადამწყვეტია. მომხმარებელს E-commerce მაღაზიის შესახებ პირველი შთაბეჭდილება რამდენიმე მილიწამში ექმნება. პირველი შთაბეჭდილების სიძლიერე ძირითადად დამოკიდებულია მაღალი ხარისხის გამოსახულებებზე, ბრენდბუქზე, ფსიქოლოგიური დიზაინის გონივრულ გამოყენებაზე და მკაფიო ვიზუალურ იერარქიაზე.
განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
- ფოტოგრაფია
პროდუქტის ფოტო პირველ შტბეჭდილებას ქმნის თვენს შესახება ონლაინ სივრცეში, ამიტომ დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ ის ვიზუალური მასალა, რომელსაც გამოიყენებთ. . გადაიღეთ პროდუქტის ფოტოები სადა ფონზე სხვადასხვა რაკურსით. აჩვენეთ როგორ გამოიყურება რეალურად, ყოველდღიურობაში თქვენი პროდუქტი. ვიზუალური წარმოდგენა ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა შთაბეჭდილების მოსახდენად, დაგეგმეთ პროფესიონალური ფოტო- გადაღება და მაქსიმალურად შემოქმედებითად მიუდექით პროცესს.
- ფერი
ფერი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა შთაბეჭდილების მოსახდენად. ფერს შეუძლია თლიანად შეცვალოდ ადამიანის განწყობა. ამიტომ აუცილებელია იცოდეთ ფერების შესახებ მეტი, ეს დაგემხარებატ E-commerce ვებ-საიტის ვიზუალურად სწორად აწყობაში. ფრების დახმარების შეგიძლიათ გაამახვილოთ ყურადღება კონკრეტულ სექციებზე, ფუნქციებზე. ფერების ფსიქოლოგია მარკეტინგში ვრცელი თემაა და მისი უგულვებელყოფა უარყოფითად აისახება თქვენს ბრენდზე.
- ფონტი
მომხარებელი სანამ უშუალოდ დაწერილ ტექსტს წაიკითხავს და მის შინაარს გაიაზრებს, ხედავს სიტყვის ვიზუალს, რომელიც უკვე გარკვეულ განწყობას ქმნის. შრიფტის შერჩევისას მოერიდეთ მრავალფეროვნებას. სასურველი ორი ტიპის შრიფტის გამოყენება. ერთი სათაირებისთვის მეორე კი უშუალოდ ტექსტისთვის.
- სხვადასხვა მოწყობილობებზე მორგებული დიზაინი.
აუცილებელია საიტი მორგებული იყოს სხვადასხვა მოწყობილობებზე. დესტკობის, ტელეფონის ან ტაბლეტის ეკრანის ზომების გათვალისწინება მომხარებლისთვის უფრო კომფორტულს გახდის თქვენი საიტით სარგებლობას.
ყოველთვის დარწმუნდით და შეამოწმეთ სხვადასხვა მოწყობილობებზე როგორ გამოიყურება თქვენი საიტი, რადმენად არის მომხარებლისთვის მეგობრული და რამდენად ადვილია ნავიგაცია სხვადასხვა გვერდებზე.
- მარტივი ვებ-საიტის ნავიგაციის დიზაინი .
თქვენი ვებ– საიტის ნავიგაცია უნდა დაეხმაროს მომხმარებელს სწრაფად და მარტივად მოიძიოს ინფორმაცია. კარგი ნავიგაცია ასევე აუმჯობესებს SEO-ს თქვენს ვებსაიტზე, შესაბამისად გაიზრდება ტრაფიკის რაოდენობა და ბრენდის ცნობადობა რეკლამის გარეშე.