თუ თქვენი სამშენებლო კომპანია ცდილობს უძრავი ქონების ბაზარზე კონკურენტებს გაუსწროს, “Interactive Real Estate” შეიძლება თქვენი ძირითადი ინსტრუმენტი გახდეს. ეს პლაგინი არა მხოლოდ ვებსაიტებს დინამიურსა და მომხმარებლისთვის მიმზიდველს ხდის, არამედ სრულად ცვლის კლიენტებთან ურთიერთქმედების ტრადიციულ მიდგომებს. მისი გამოყენება კი უმარტივესია.

და მაინც რა შეუძლია ამ პლაგინს?
- svg — ის შექმნა სამშენებლო რენდერის ფენაზე
- დაზუმვა და პოლიგონის ფორმის ცვლილება
- პოლიგონის ფერების შეცვლა თქვენი ბრენდის და საჭიროების მიხედვით
- shortcode-ის მეშვეობით პროექტის საიტის ნებისმიერ ადგილას ჩასმა
- აპარტამენტის მართვა: ფასი, ფართობი, ოთახების რაოდენობა, დარეზერვებული / გაყიდული სტატუსების მითითება, 2d/3d სურათების ატვირთვა
- აპარტამენტის ტიპების შექმნა, მსგავსი ტიპის ბინებისთვის. მაგალითად ბინებს, რომლებსაც აქვთ იგივე: ფართობი, ოთახების რაოდენობა, ოთახების განლაგება. თქვენ უნდა დაამატოთ ჩანაწერი ტიპებში და შემდეგ აირჩიოთ ამ სიიდან, რადგან ერთი და იგივე ჩანაწერები არ შეიქმნას ბევრჯერ
- Action ების ჩამბა პოლიგონზე დაჭერისას. მაგალითად: გაეშვას სკრიპტი, გაიხსნას მოდალი, გადავიდეს ლინკზე

პლაგინის პრემიუმ ვერსია
პრემიუმ ვერსიის შესაძენად გადადით ლინკზე.
მიუხედავად იმისა, რომ მოდულის უფასო ვერსიას ბევრი შესაძლებლობა აქვს, პრემიუმ ვერსია მას შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს. აი რას მიიღებთ:
- ულიმიტო პრექტების დამატება (უფასო ვერსიაში მხოლოდ 1 პროექტის დამატებაა შესაძლებელი)
- ულიმიტო აპარტამენტების დამატება (უფასო ვერსიაში მხოლოდ 25 აპარტამენტის დამატებაა შესაძლებელი)
- სკრიპტების გაშვება პოლიგონზე დაჭერისას
- პოლიგონის ფერების მართვა
- ვალუტის აიქონის შეცვლა
- პროექტის იმპორტ/ექსპორტი
- განახლებებზე წვდომა
- და რაც ყველაზე მთავარია პრემიუმ საფორთი
დემოები და ტუტორიალები
გინდა გაიგო მეტი თუ როგორ მუშაობს?
- ნახე დემო: პლაგინის შედეგად მიღებული შენობები.
- ვიდეო ტუტორიალი: ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგე როგორ შეგიძლია გამოიყენო ეს პლაგინი.
- დოკუმენტაცია: იხილეთ დეტალური დოკუმენტაცია.

როგორ შეუწყობს ხელს ეს სამშენებლო კომპანიებს?
ეს პლაგინი გაუმარტივებს სამშენებლო კომპანიებს რომ გაყიდონ ბინები მარტივად, პოტენციურ მყიდველებს ბინის შერჩევის პროცესს.
- გაყიდვების გაზრდა: პროექტების ვიზუალური წარმოჩენა იზიდავს მეტ პოტენციურ მყიდველს
- დროის დაზოგვა: კლიენტების 80% კითხვებს პლაგინი თავად უპასუხებს (მაგ., ფასი, ხელმისაწვდომობა, ფართობი)
- თანამედროვე იმიჯი: კომპანია გამოიყურება როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, რაც საქართველოს კონკურენტულ ბაზარზე გადამწყვეტია